წყლიანი ბოთლის ხუფში დავამაგრეთ ფილტრის ქაღალდი და სიგარეტი. ბოთლის ძირი გავხვრიტეთ და სიგარეტს მოვუკიდეთ. ბოთლიდან წყალმა დაიწყო დენა და სიგარეტმაც დაიწყო წვა. ბოთლში წყლის ადგილი სიგარეტის კვამლმა დაიკავა, როცა წყალი დაიცალა, ჩავაქრეთ სიგარეტი და მოვხსენით ხუფი, დავათვალიერეთ ფილტრის ქაღალდი. შედეგი ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ექსპერიმენტის სურათები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე.
2. ამ ექსპერიმენტისთვის მწეველმა ბუშტში ჩაბერა სიგარეტის კვამლი. ბუშტი ჩამოვაცვით წყლით სავსე ბოთლს, რომელზეც ფილტრის ქაღალდი იყო დამაგრებული და ბოთლი ქვემოდან გავხვრიტეთ; ბუშტში მოთავსებულმა ჰაერმა გაიარა ფილტრის ქაღალდი და კვამლი ბოთლში ჩავიდა. მოვხსენით ბოთლიდან ბუშტი და დავაკვირდით ფილტრის ქაღალდს. ქაღალდს ყავისფერი ლაქები აჩნდა.

პირველი ცდის ქილტრის ქაღალდზე შედარებით მუქი ლაქები გაჩნდა, ვიდრე მეორეზე, რადგან მეორე ცდაში სიგარეტის კვამლმა გაიარა ფილტრი, რომელიც სიგარეტზეა დატანილი.
ჩვენ რამოდენიმე სიგარეტის შედგენილობასაც დავაკვირდით. ისინი ამ მომწამვლელ ნივთიერებებს სხვადასხვა რაოდენობით შეიცავენ.
No comments:
Post a Comment